ოდა ქართულ ენას

ყოველი წლის 14 აპრილს ხელახლა ვიაზრებთ, როგორი თვითკმარი და ნატიფი ენა გვაქვს. მისი თითოეული ბგერა ათასგვარ ჰარმონიას ქმნის და გულის ზრახვებსაც უნიკალური შესამოსელით ამკობს.

ჩვენ რუდუნებით მოვაგროვეთ სიტყვები, რომელთაც მკაფიო შინაარსი და ხასიათი გააჩნიათ.

რა გასაკვირია, რომ ჩვენი გონებაც სწორედ მათ ირჩევს და ყოველდღიურ საუბარში, ჩურჩულსა თუ შეძახილში ამ მჟღერ სიტყვებს ამოვკრებთ, ხოლმე.

პროექტი “სვლა” ქართული ენის სილამაზეს ეძღვნება, მის უკიდეგანო ძალასა და დაუცხრომელ ენერგიას.

გვჯერა, რომ მომავლისკენ, ცვლილებებისა და შემეცნებისკენ სვლა უნდა გაგრძელდეს. ასეც იქნება.

ჩვენ

#ვიზუალური იდენტობა

  • ნიკოლოზ მოლოდინაშვილი

#გრაფიკული დიზაინი

  • ნიკოლოზ მოლოდინაშვილი
  • სოფო კვირიკაშვილი
  • გიორგი ვართუმაშვილი
  • სალომე ჩუბინიძე

#UI/UX დიზაინი

  • დათო კოხრეიძე

#დეველოპმენტი

  • ალინა ბრეგვაძე

#ქოფირაითინგი

  • მერი მაღლაკელიძე
  • კესო (სანე) შედანია
  • ანა ელიზბარაშვილი
  • ქეთი დიასამიძე

#სტრატეგია და რედაქტირება

  • ქეთი დიასამიძე

#იდეა და მენეჯმენტი

  • მაკო ეკოისტ ქურთიაშვილი
  • რატი გველესიანი
მთავარი გვერდი