პირველად იყო ბგერა და არ ვიცით, ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევის სურვილმა ქნა თუ ჩვენმა დაუდგომელმა ცნობისმოყვარეობამ, მაგრამ, ფაქტია, ასო-ბგერები ძვირფას კონებად შევკარით და სიტყვები გამოვიგონეთ.
ამის შემდეგ, ყვავილების სადარი ანბანითა და სიტყვაკაზმულობით, ფონსაც, მეტ-ნაკლებად, იოლად გავდივართ და იმის მიუხედავად, რომ განმარტება ყველაფერს მოეძებნება, ზოგჯერ, სიტყვები მაინც არ გვყოფნის.
გონებაში აღბეჭდილი მკაფიო სურათი ან წარმოდგენა, რომელიც შთაგაგონებს, განსაზღვრავს მიმართულებას და გეხმარება სასურველი მიზნისკენ სწრაფვაში.
გულიდან წამოსული შეგრძნება თუ ვნება, რომელიც აძლიერებს მოტივაციას და გვაიძულებს წინსვლას; გვიბიძგებს მოქმედებისკენ და გვეხმარება სანუკვარ ოცნებებთან მიახლოებაში.
სიღრმისეული განსჯა გამჭრიახი გონებით, რომელიც ხელმძღვანელობს მრავალფეროვანი ცოდნითა და ყურადსაღები გამოცდილებით.
მიმართულების შეცვლის გადამწყვეტი მოვლენა; ერთი მდგომარეობიდან, სიტუაციიდან და პერსპექტივიდან მეორეზე გადასვლის მკაფიო პროცესი, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი ცვლილებები თუ სრული მეტამორფოზა.
შემოქმედებითად განწყობა, აზრის ჩანერგვა, მიგნება; ძალა, რომელიც მუხტავს შემოქმედებასა თუ მოქმედებას.
ძალა, რომელიც უბიძგებს ცოცხალ ორგანიზმებს მოქმედებისკენ; სიცოცხლისუნარიანობის მომნიჭებელი მუხტი, რომელიც ზრდასა და ცვლილებებს უზრუნველყოფს.
განზრახვა, რომელიც შთააგონებს მოქმედებას, აყალიბებს მიმართულებას და აძლიერებს მოტივაციას სასურველ წერტილთან მისასვლელად.
ხედვით, ფანტაზიითა და მხატვრული მოქმედებით განმსჭვალული, ჯერაც არარსებულისა და უნიკალურის არსებობაში შემოტანის აქტი.
შინაგანი ენერგიის, ცოდნისა და რწმენის ერთობლიობა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, გადადგა მყარი და მკაფიო ნაბიჯები.
ენთუზიაზმი, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს; სწრაფვა, რომელიც აძლიერებს ცვლილებებს და ხელს უწყობს წარმატებას.
ცნება, რომელიც რეფრენად გასდევს და განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას; უნივერსალური რესურსი, რომელიც მუდმივად გვიბოძებს განვითარების შესაძლებლობებსა და ძვირფას მოგონებებს.
მიზანმიმართული ძალისხმევა, რომელიც აქცევს ოცნებებს რეალობად; გამბედაობითა და მონდომებით გადადგმული ნაბიჯები, წარმატების უმოკლეს დროში მისაღწევად.
თამამად წასვლა რისკსა თუ გამოწვევაზე; საკუთარ შესაძლებლობებზე გამარჯვება შიშზე ამაღლებით.
ემოციური ატმოსფერო ან აურა, რომლითაც გაჟღენთილია ადამიანი, გარემო თუ ვითარება; გამოხატულია მკვეთრი განცდების ერთობლიობით, რომელიც გავლენას ახდენს აღქმებსა და ურთიერთქმედებებზე.
ერთიანი ძალა, რომელიც იზრდება პროგრესულად და ძლიერი ენერგიით მიიწევს წინ; აღმაფრთოვანებელი ტალღა, რომელიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისი ხდება.
სულის სიღრმიდან დაძრული მძაფრი ემოცია, რომელიც მუხტავს ენთუზიაზმს, მიზანსა თუ მოქმედებას.
ენერგიისა თუ შთაგონების უეცარი ელექტრული აფეთქება, რომელიც ბიძგს აძლევს მოქმედებას, იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს და ხელს უწყობს ტრანსფორმაციას.
მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების თვითკმარი პროცესი, რომელიც სამყაროს უნიკალურ აღქმას განაპირობებს.